ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაჭრილი

26 აგვისტო 2016, 00:00 2791 ნახვა

შემთხვევა ქობულეთში გუშინ გვიან ღამით მოხდა. დაიღუპა ერთი და დაჭრილია ოთხი ახალგაზრდა. ისინი ქობულეთის რეფერალურ საავაფმყოფოში მიიყვანეს. სამი მათგანი პირველადი დახმარების გაწევის შემდგეგ ბინაზე გაეწერა. ერთ მათგანს შედარებით მძიმე ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული, რის გამოც მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს.დაჭრილები 20-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. მათ შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულებს ერთი ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ. 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში