ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

18 ივლისი 2019, 08:50 1744 ნახვა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის მუხლით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 322-ე პრიმა მუხლით დაიწყო. 

„ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, ისინი განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“,- აცხადებენ სუს-ში.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო წერს, „საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულები არიან საშიში დამნაშავეები სარმატ გაბრაევი და ანდრეი კაბისოვი“.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მათ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღეს.

„ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ერგნეთის გავლით მოხვდნენ. ერთ-ერთი მათგანი დაჭრილია. ახლა მიმდინარეობს დაკავებული პირების „სამხრეთ ოსეთის“ მხარისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის საკითხის განხილვა“, – აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი.

ცხინვალში ამტკიცებენ, რომ 16 ივლისს სოფელ ზალდაში ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დამნაშავეებს შორის ორმხრივი სროლისას ორი პოლიციელი დაიჭრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში