ქობულეთში დააკავეს ექიმი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბ რეცეპტს ამზადებდა - შსს

17 ივლისი 2019, 21:34 10190 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ექიმი უროლოგი დააკავეს.

მოქალაქეები ყვებიან, რომ ის პოლიციამ ქუჩიდან აიყვანა. ადგილზე პოლიციის ორი ეკიპაჟი იმყოფებოდა. 

დაკავებული მოქმედი ექიმია და ქობულეთის საავადმყოფოში მუშაობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის  267-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღებას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი საავადმყოფოში მივიდა. კლინიკაში ექიმის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

მედიკოსის სამუშაო განყოფილება  კი დაკეტილი იყო. საავადმყოფოში ამბობენ, რომ ექიმს ამბულატორიაში მედიკამენტებზე, სავარაუდოდ, ხელი არ მიუწვდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში