პროკურატურაში გიორგი გახარია გამოკითხეს 

17 ივლისი 2019, 18:19 1316 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის ამბობს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა და ყველა კითხვას პასუხი გასცა. 

''ყველა კითხვა, რომელიც აინტერესებდა გამოძიებას, გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომის ნაწილში საქმეს. კითხვები ბევრი იყო და ყველა ამ კითხვაზე ჩემს მიერ იქნა პასუხი გაცემული'' - ამბობს ძალოვანი უწყების მინისტრი. 

გიორგი გახარია ამბობს, რომ გამოძიების შეკითხვებს არ გაურბის. გამოკითხვაზე კი იმდენჯერ მივა, რამდენჯერაც დაიბარებენ.

''რამდენჯერაც დამიბარებენ იმდენჯერ მივალ. მე და შინაგან საქმეთა სამინსიტროს არ გვაქვს არანაირი პრობლემა, რადგან ძალიან კარგად ვიცით სად არის სიმართლე. ჩვენ აქ მოვდივართ და ამ სიმართლეს ვეუბნებით'' - უთხრა ჟურნალისტებს გაკითხვიდან გამოსულმა მინისტრმა. 

''შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩემი პირადი საზრუნავია ამ ღონისძიების დროს დაშავებულ მოქალაქეებზე ზრუნვა. რასაც ვაკეთებთ. გარდა ამისა ჩემთვის ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს. გამოძიებამ უნდა გამოავლინოს ყველა ის ორგანიზატორი, რომელმაც პირდაპირი მოწოდებებით პოლიტიკოსებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი. რასაც შემდგომ მოჰყვა ორგანიზებული, ძალადობრივი, სისტემური შტურმი საქართველოს პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად ქართული პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო საზოგადოებისათვის და ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე'' - განაცხადა მინისტრმა. 

დღეს პარტია ''ქართული ოცნების'' ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისში 200 და დასავლეთშიც ამდენივე ადამიანი იკრიბება. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლა კი ღალატის ტოლფასი იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გახარიამ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლას გადაარჩინა. 

დღეს ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იზიარებდა თუ არა მინისტრი ივანიშვილის პოზიციას. გიორგი გახარიამ მათ ასე უპასუხა:​  ''მოდით შევთანხმდეთ ამაზე, პირველ რიგში რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის?? პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია რა რაოდენობის ადამიანები მოქალაქეები გვიჭერენ მხარს - ეს ერთი. მეორე ჩვენი ძირითადი, ის იძულებული ქმედებები, რომლის გამოყენებაც მოგვიწია, რა იყო ამის მიზანი, მიზანი იყო სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან არიდება''. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში