ხულოსა და შუახევის მერიების კომუნიკაციის სტრატეგიის პრეზენტაცია

17 ივლისი 2019, 10:07 1051 ნახვა

ბათუმში ხულოსა და შუახევის თვითმმართველობების  კომუნიკაციის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროექტის  „რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში  შემუშავდა.  

ორგანიზატორების  განცხადებით თვითმმართველობის გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობა ახალი გამოწვევაა, რომელიც აამაღლებს მუნიციპალიტეტების საქმიანობას. პროექტის მიზანია ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, რეგიონული განვითარების პოლიტიკის ეფექტური შემუშავების გზით, ხელი შეუწყოს რეგიონების მდგრად განვითარებას საქართველოში.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში