ქობულეთის სასწრაფო დახმარების ცენტრს სპეცმანქანა შეემატა

17 ივლისი 2019, 11:09 1733 ნახვა

ქობულეთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი სპეცმანქანა შეემატა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სპეცტრანსპორტით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი.

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ქობულეთის სასწრაფო  სამედიცინო  დახმარების   ცენტრის ბრიგადების რაოდენობა გაიზარდა. ამჟამად მოსახლეობას 6 ავტომანქანა ემსახურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში