ავარია ბათუმში - ერთმანეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ

17 ივლისი 2019, 09:36 3830 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ აბაშიძის და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს სასწრაფო დახმარების ავტომობილი და მსუბუქ მანქანა შეეჯახნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში