სადავო „დედა ენა“ - მიღებული გადაწყვეტილება და განსხვავებული მოსაზრებები

16 ივლისი 2019, 21:56 1868 ნახვა

სადავო „დედა ენა“ და სკოლებში დაბრუნებული გოგებაშვილი - მთავრობის ინიციატივა დებატების საგანი გახდა - არის ეს წინ გადადგმული ნაბიჯი, თუ თაობას უკან აბრუნებს. სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნებით მმართველი გუნდი ამაყია. ექსპერტთა ნაწილი კი პირიქით ამბობს, რომ ახალ თაობას და თანამედროვე გამოწვევებს თანამედროვე პასუხი სჭირდება.

ამასთან საუბრობენ ადაპტირებულ ვერსიასთან დაკავშირებულ ეჭვებსა და გარკვეულ ინტერესებზე. მიღწევად კი ასახელებენ იმას, რომ სკოლებს არჩევანის უფლება მიეცემათ. მოკლედ ახლა მასწავლებლებზეა დამოკიდებული, პირველკლასელები „დედა ენით“ ისწავლიან, თუ სხვა გრიფირებული სახელმძღვანელოთი - გააკეთებენ თუ არა პედაგოგები თავისუფალ არჩევანს, მაშინ როდესაც განსხვავებული აზრის თავისუფლად დაფიქისირებისგან თავს იკავებენ - ეს სექტემბერში გამოჩნდება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი