როგორ აპირებს მთავრობა მაღალმთიანი დასახლებების განვითარებას?- ხელისუფლების ახალი სტრატეგია

16 ივლისი 2019, 17:47 1083 ნახვა

საქართველოს მთავრობა მაღალმთიანი დასახლების განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობს, რომელიც 2019-2023 წლებში განხორციელდება - ამის შესახებ  პრემიერ მინისტრმა  მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

''ეს არის გრძელვადიანი და ამბიციური გეგმა, რომელიც მთის განვითარებას საქართველოში ახალ დონეზე აიყვანს. ამისთვის აუცილებელი იქნება ტურიზმის, სოფლის მეორნეობის და სამეწარმეო საქმიანობის განვითარება. ჯანდაცვის და სხვა ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობა. საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ჩატარება. ყოველივე ამის უკან არის კონკრეტული გეგმა რომელიც ითვალისწინებს გაზრდილ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში''- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ მინისტრის განმარტებით , იგეგმება სასწრაფო დახმარებისა  და ამბულატორიების შენობების  მშენებლობა, საბავშვო ბაღების, სკოლების, წყალმომარაგების სისტემისა  და გზების  რეაბილიტაციას. ერთიანი ელექტრონული სისტემების შექმნასა  და  სრული ინტერნეტიზაცია.

პრემიერ მინისტრის თქმით, მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებების რაოდენობა არის დღეისათვის 1 700-ზე მეტია და შეღავათებით 250 ათასამდე ადამიანი სარგებლობს .

მისივე განცხადებით, 2016-2019 წლებში მაღალმთიანი განვითარების ფონდის ბიუჯეტმა 86 მილიონი ლარი შეადგინა.

„კანონის ამოქმედებიდან დღემდე სოციალური პროგრამების ფარგლებში დაახლოებით 185 მილიონი ლარი გაიცა, აქედან შვილის დაბადებისას დახმარების სახით 15 000 ბენეფიციარმა 23 მილიონი ლარი მიიღო. საპენსიო დანამატი გაიცა 82 მილიონი ლარის მოცულობით. საპენსიო დანამატის სახით 81 ათას ბენეფიციარზე გაიცა 82.5 მლნ ლარი, სოციალურ პაკეტზე დანამატის სახით 17 ათასამდე ბენეფიციარზე გაიცა 10 მლნ ლარზე მეტი, სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის სახით 1,700-ზე მეტ ბენეფიციარზე გაიცა 12.3 მლნ ლარი, ელექტროენერგია დაახლოებით 20 მლნ ლარით აუნაზღაურდა 90 ათასამდე ბენეფიციარს, მასწავლებლებზე და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა 34 მლნ ლარზე მეტი. შეღავათებით ისარგებლა 300 000-მა საწარმომ და 20 000-ზე მეტმა ფიზიკურმა პირმა“ - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მამუკა ბახტაძე ვარაუდობს, რომ ამ გეგმის განხორციელების შემდეგ 300 ათასზე მეტი მთაში მაცხოვრებლისთვის​ რეალობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში