„რივიერას“ გრგ-ის დამტკიცებაზე საქმისწარმოება იწყება - ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება

16 ივლისი 2019, 15:32 1775 ნახვა

 „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

„სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ანბანის კოშკის მიმდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის, იახტ კლუბისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს, დაიწყება საჯარო განხილვები.

ადმინისტრაციული წარმოებისთვის 20 დღიანი ვადა განისაზღვრა. პროცედურულად ამ პერიოდში საკითხის საჯარო განხილვაც იგეგმება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არქიტექტორები და დაინტერესებული პირები ჩაერთვებიან.

საკითხის დამტკიცებას წინ უძღოდა რამდენიმე საათიანი სხდომა, რომელიც დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში