ხელვაჩაურის სოცსააგენტოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

15 ივლისი 2019, 21:38 1789 ნახვა

ძალადობის მუხლითაა დაწყებული გამოძიება ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების სააგენტოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. საქმე ეხება თანამშრომლის მიერ თანამშრომლისთვის  მიყენებულ დაზიანებებს, რის გამოც ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას. როგორც დაზარალებული აცხადებს, რამდენიმე დღის წინ მას თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც  ტვინის შერყევა მიიღო. ირწმუნება, რომ საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ხელმძღვანელობა ხელს აფარებს, ის სამსახურში იშვიათად დადის, სამუშაო საათებში კი სხვაგან საქმიანობს.

ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების სააგენტოს ძალადობაში დადანაშაულებული თანამშრომელი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს,  ფიზიკურ ძალადობას კი უარყოფს. სააგენტოს ხელმძღვანელი ნანა კახაძე ამბობს, რომ კონფლიქტი სამუშაო საათებში მოხდა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას არავინ შესწრებია. უწყება ადმინისტრაციული ზომების მიღებამდე, გამოძიების დასრულებას ელოდება. ცნობისთვის, ფაქტის შესახებ ინფორმაცია დღეს TV25-მა გაავრცელა. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში