შეხვედრა საქართველო - აზერბაიჯანის მხარეებს შორის  

15 ივლისი 2019, 18:05 1677 ნახვა

აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების წინააღმდეგ ინციდენტის პროვოცირება განახორციელეს.

დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც სწორედ გუშინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა. შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, დავით გარეჯში ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. თუმცა ვითარება დროულად განიმუხტა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში