ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო ხაშურის საკრებულოს წევრს პარტია დაატოვებინეს

15 ივლისი 2019, 17:54 713 ნახვა

ჟურნალისტის შეურაცხყოფისთვის ხაშურის საკრებულოს წევრს, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, ალექსანდრე სიმონიშვილს პარტიის რიგები დაატოვებინეს - ამის შესახებ ინგა გრიგოლია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს და პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს მადლობას უხდის და აქვეყნებს ირმა ინაშვილის პოსტს.

 

ხაშურის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე სიმონიშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა მიაყენა. შეურაცხმყოფელი კომენტარი მან TV-4 გვერდზე დაწერა. 

"ინგა გრიგოლია არის ძ*კნა და ქვეყნის მტერი!!! ხაშურის რაიონის საკრებულოს წევრი ვარ !!! გავიმეორებ ათასჯერ", — დაწერა ალექსანდრე სიმონიშვილიმა

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა იმ მასალაზე დააკომენტარა,  რომელიც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლევან ონიანს ეხებოდა. ლევან ონიანმა "ინგაზე" ჯერ სექსისტური კომენტარი დაწერა, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ კომენტარი ინგა გრიგოლიას არ ეხებოდა. 

ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთება საკრებულოს დეპუტატებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ინგა გრიგოლიამ შს მინისტრთან ინტერვიუ ჩაწერ, რომელიც 20 ივნისს ღამის ძალადობრივად დაშლას ეხებოდა. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში