უახლოეს დღეებში არამდგრადი, მაგრამ უმეტესად უნალექო ამინდი გველოდება 

15 ივლისი 2019, 11:01 2078 ნახვა

მომდევნო 3 დღის განმავლობაში - შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსი.

ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი საქართველოს დაბლობსა და მთაში, დღისით უმეტესად მზიანი დღე იქნება და მხოლოდ დღის ბოლოსა და ღამის საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში