6 წლის შვილი და დედ-მამა - ავტოავარიამ ერთი ოჯახის სამი წევრი შეიწირა

14 ივლისი 2019, 21:35 7985 ნახვა

3 დაღუპული ერთი ოჯახიდან- დედა მამა და შვილი, მეორე გადარჩენილი არასრუწლოვანი კი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. სხვადასხვა ტრავმებით ქობულეთის კლინიკებში გადის მკურნალობას კიდევ 9 დაშავებული, რამდენიმე მათგანს დილით, ოპერაცია ჩაუტარდათ.

გუშინ საღამოს, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. „მთავარის“ ინფორმაციით ავტომობილებს ქართველი მძღოლები მართავდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში