შეკვეთილში შიმშილობას აგრძელებენ

14 ივლისი 2019, 12:40 954 ნახვა

მინდია ადაძემ და მარად შავაძემ ფოთის ჰოსპიტალი უკვე დატოვეს.მათ მედიკოსებმა შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს, მაგრამ ისინი შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობის აქციას აგრძელებენ. მინდია ადაძე და მარად შავაძე შეუძლოდ გუშინ გახდნენ, რის გამოც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.

შეკვეთილში, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია მე-20 დღეა მიმდინარეობს დღეს 19  საათზე  , იგივე მოთხოვნით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში