''Kobuleti Fest 2019''  ფრანების შოუთი გაიხსნება

13 ივლისი 2019, 12:17 2330 ნახვა

ქობულეთი   დღეს ზაფხულის ფესტივალს  უმასპინძლებს. „Kobuleti Fest 2019“  ფრანების შოუთი გაიხსნება  და ღამის  3 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული დიჯეები, მუსიკალური ბენდები „Melomaniak“ და  „Goofy Land’'  იზრუნებენ.  დაგეგმილია ფრანებისა და ცეცხლოვანი  შოუ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და ქართული  აღდგენილი მულტფილმების  ჩვენება პარკის ამფითეატრში.

პატარებს  საშუალება ექნებათ   მოიხატონ სახე  ფერადი საღებავებით. იქნება   კოცონი და  გრანდიოზული ფოიერვერკი ფესტივალის ბოლოს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებული ღონისძიება  საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ  ცენტრალურ პარკში გაიმართება. მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში