აქცია პარლამენტთან 19 საათზე განახლდება

13 ივლისი 2019, 12:30 1107 ნახვა

"სირცხვილია" - ამ სახელწოდებით პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქცია დღეს, 19 საათიდან ისევ გაგრძელდება. გუშინ საღამოს ორგანიზატორებმა გიორგი გახარიას მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებული განცხადებები შეაფასეს.

მათი თქმით, ბევრი უზუსტობა იყო.  შეკრებილები ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ დანაშაულს არ აღიარებს. მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადადგომაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში