მწვანე ტბაზე ნავმისადგომი გაკეთდება

12 ივლისი 2019, 18:23 3161 ნახვა

ხულოს ერთ-ერთ ბუნებრივი ღირსშესანიშნაობის მწვანე ტბის ტერიტორია ტურისტების მოზიდვის მიზნით განახლდება, განხორციელდება ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მოპირკეთდება გზები და გაკეთდება ნავმისადგომები და ავტოპარკინგი.

ამისთვის ხულო საკრებულომ ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა საკუთრებაში,თუმცა დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს და გათვლილი იყოს ყველა რისკი, რომელიც ასეთი ტიპის სამუშაოებმა შესაძლოა გამოიწვიონ . 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში