მაშველებმა ადიდებული მდინარეში ჩარჩენილი მამაკაცი გამოიყვანეს

12 ივლისი 2019, 17:19 1725 ნახვა

ქუთაისში, მდინარე რიონში მამაკაცი სათევზაოდ შევიდა, რა დროსაც ძლიერმა წვიმამ წყლის დონის მატება გამოიწვია და 46 წლის მოქალაქეს წარმოქმნილი კუნძულიდან გადაადგილების საშუალება აღარ მისცა.

მაშველები ადიდებულ მდინარეში ნავის საშუალებით შევიდნენ და სამაშველო ოპერაციის შედეგად მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე იმერეთის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში