ბათუმში ბებია და ერთი წლის ბავშვი სამარშრუტო ტაქსიდან გადმოვარდნენ

11 ივლისი 2019, 18:21 30190 ნახვა

ბათუმში, აღამაშენებლის ქუჩაზე,  მიკროავტობუსიდან მგზავრი და ერთი წლის ბავშვი გადმოვარდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შემთხვევის შედეგად 52 წლის ქალი მძიმედ დაშავდა და მას სასწრაფოდ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ხოლო მისი ერთი წლის შვილიშვილის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. ისიც ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

დაშავებული ქალის შვილი ყვება, რომ მიმავალი მიკროავტობუსიდან ქალი და ბავშვი შემთხვევით გადავარდნენ. ამბობს, რომ ტაქსის კარი ღია იყო,  ერთი წლის ბავშვი კი ბებიასთან ერთად წინა სავარძელზე იმყოფებოდა. "მძღოლმა სწრაფად დაამუხრუჭა, ქალმა კი თავი ვერ შეიკავა და ბავშვთან ერთად მანქანიდან გადავარდა" - იხსენებს თვითმხილველი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო მოკვლევა. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში