აქციის მონაწილეებმა ევროპელ დიპლომატებს მაფინები დაურიგეს

11 ივლისი 2019, 15:00 1241 ნახვა

ევროპული გზის ფორუმის პარალელურად ბათუმში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა და ორგანიზატორემა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილე ევროპელ დიპლომატებს, შესვენებისას მაფინები შესთავაზეს.

მადლობა გადაუხადეს მათ მხარდაჭეისთვის და თქვეს, რომ ტკბილეული მეგობრობის ნიშნად შესთავაზეს.  მანამდე აქციის მონაწილეებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბანერი გამოფინეს და პროტესტის ნიშნად ფეხით გადაუარეს.  აქციის მიზანია ევროკავშირის წევრებს გააგებინონ  მთავარი მოთხოვნა  -გიორგი გახარიას გადაყენების საკითხი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში