''ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები”

11 ივლისი 2019, 15:00 295 ნახვა

 „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას  მაღალი დონის ევროპელი სტუმრები ესწრებიან.  ევროსაბჭოს და საქართველოს პრეზიდენტებმა დღეს  ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს, მთავარი აქცენტი გაკეთდა რუსეთ- საქართველოს  ურთიერთობებზე.  დონალდ ტუსკმა თქვა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა არის გაუმართლებელი ნაბიჯი.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტისთვის  რუსეთს ნარატივი  მიუღებელია. ტუსკის თქმით,  სოლიდარობა საჭიროა ქვეყნის შიგნითაც. სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა 20 ივნისს დაწყებულ სამოქალაქო აქციაზე და თქვა, რომ მოქალაქეების შეკრების მიზეზი რუსული ოკუპაცია და რუსეთის პოლიტიკა იყო. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში