როცა ვამბობს საქართველოს ვგულისხმობ თავისუფლებას, მამაცობას, სიამაყეს - ევროსაბჭოს პრეზიდენტი

11 ივლისი 2019, 10:46 1891 ნახვა

''გულით მინდა ერთი რამ გითხრათ, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა და როგორც პოლონელმა. ჩემთვის საქართველო არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია, როცა მე ვამბობს სიტყვა საქართველოს მე ვგულისხმობ თავისუფლებას, სიამაყეს, როცა მე ვამბობს საქართველოს ვგულისხმობ მამაცობას'' - ამ სიტყვებით დაასრულა დონალდ ტუსკიმ საერტაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლა. 

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ქართველ და უცხოელ სტუმრებს უთხრა, რომ საქართველომ ევროპა გააოცა.

''თქვენ პატარა ქვეყანა ხართ, მაგრამ უდიდესი ერი, თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს იმიტომ, რომ თქვენ ყველანაირი განსხვავების მიუხედავათ ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანდით. 

თქვენ აშენებთ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. 

მე მოგმართავთ არ მისცეთ არავის უფლება, რომ დაგყოთ. ყოველთვის იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა.

საქართველოს გაუმარჯოს. 

გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს....'' - თქვა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა. 

ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში