Instagram-ი შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე ტექსტებს ამოიცნობს

10 ივლისი 2019, 10:28 3684 ნახვა

Instagram-მა ახალი ფუნქცია დაამატა. მას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ძალადობრივი, დაცინვის და შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე ტექსტების და ვიდეო კომენტარების ამოცნობა შეეძლება.

ქსელი მომხმარებელს სთავაზობს კომენტარის გამოქვეყნებამდე პაუზა გააკეთოს და დაფიქრდეს საჭიროა თუ არა მისი გამოქვეყნება.

"ჩვენი მიზანია Instagram-ზე ჩაგვრა და ბულინგი შეწყდეს"-ამბობენ კომპანიაში.

ახალი ფუნქცია, მომხმარებლებისთვის ჯერ ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიაში დაგეგმილია სხვა ენების დამატებაც.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში