თაღლითი 30 000 ლარს დავალიანების განულებაში ითხოვდა - საგამოძიებო სამსახური

10 ივლისი 2019, 10:19 2427 ნახვა

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქე ერთ-ერთ პირს დაუკავშირდა და 30 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების განულებაში დახმარებას დაჰპირდა.

ბრალდებულმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი, 10 000 ლარი. უწყების ინფორმაციით ბრალდებული სწორედ ამ დროს აიყვანეს. 

ბრალის დამტიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში