თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

09 ივლისი 2019, 15:22 3846 ნახვა

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მოკლული 60 წლის ქალია, ცხედარი პოლიციამ მისივე სახლში აღმოაჩინა. შემთხვევა ქალაქ ამასიაში მოხდა. 

ადგილობრივებმა სამართალდამცავები მეზობლის სახლში სროლის გამო გამოიძახეს. მკვლელობის მოტივი უცნობია. პოლიცია  ეჭვმიტანილებს ეძებს.

ინფორმაციას სააგენტო GHN ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ამ დრომდე უწყებისგან დაზუსტებულ პასუხს ელოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში