უამინდობის დროს წყალმა თეთრ სახლშიც შეაღწია

09 ივლისი 2019, 13:38 11173 ნახვა

ძლიერმა წვიმამ აშშ-ის დედაქალაქში, ასევე მერილენდისა და ვირჯინიის შტატებში წყალდიდობა  გამოიწვია. დატბორილია ქუჩები, შეფერხებულია გადაადგილება, წყალი ჩავიდა მეტროსადგურში, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ათასობით ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო NBC News-ი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, გადაუღებელმა წვიმამ ნაწილობრივ დატბორა თეთრი სახლის სარდაფი. წყალდიდობის გამო, დაკეტილია აშშ-ს ეროვნული არქივი. შეფერხებით მუშაობდა აეროპორტიც.

გზებზე შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, პოლიცია მგზავრებს მოუწოდებს თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში