მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები

25 აგვისტო 2016, 00:00 3836 ნახვა

ჯალაბაშვილებში ჩხუბაძეების საცხოვრებელთან სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლის საძირკვლის და კედლების აღდგენა დასრულდა. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ეზოში მოეწყო დამცავი კედელი, წყალშემკრები არხი და გაბიონი. კაპიტალურად ამოშენდა დაზიანებული კედლები და განხორციელდა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 ათასი ლარი დაიხარჯა. ჩხუბაძეების საცხოვრებელთან მეწყერი 7 იანვარს გააქტიურდა, რის გამოც 7 წევრიანი ოჯახი უამინდობის დროს თავს ახლობლებს აფარებდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში