გასუფთავდეს რუსთაველის გამზირი, აღარ დავინახოთ ეს საშინელი ხალხი - დეკანოზი 

08 ივლისი 2019, 12:27 2489 ნახვა

დეკანოზი დავით ისაკაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გასუფთავდეს, რათა სასულიერო პირებმა იქ პარაკლისის გადახდა შეძლონ. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

„ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, გასუფთავებულ ტერიტორიაზე. გვიყვარს რუსთაველი, მინდა შვილებთან ერთად გავისეირნო და არ დავინახო ეს საშინელი ხალხი, რომლებიც იძახიან რევოლუცია და აბა უნდა შევვარდეთ, შევიჭრათ და დავანგრიოთ. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. იქ გვინდა პარაკლისის გადახდა. პოლიციას ვთხოვთ, რომ გაასუფთავონ ეს ტერიტორია, რათა ზუსტად იქ გავმართოთ პარაკლისი. გასუფთავდეს ტრანსფარანტებისგან, ბანერებისგან“ - თქვა დეკანოზმა.

სასულიერო პირები დღეს დილიდან შეიკრიბნენ, ისინი ''თბილისი პრაიდის'' ორგანიზატორების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კი თქვა, რომ ღირსების მარშის ჩატარების საშუალებას არ მისცემდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში