რუსეთის საგარეო უწყების პასუხი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს

07 ივლისი 2019, 12:30 295 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას უსამართლო, არასაჭირო და არაპროპორციული უწოდა. რუსეთის საგარეო უწყების „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1974 წლიდან არ ყოფილა არც ერთი წელი, რომ მოსკოვის წინააღმდეგ რამე სახის სანქციები არ მოქმედებდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თარიღი აქვს მონიშნული, მათ შორის 1974 წელი – შეზღუდვები საბჭოთა კავშირის ვაჭრობაზე და კრედიტებზე, 1980 წლის ოლიმპიადის ბოიკოტი, ასევე მაგნიცკის კანონი, უკრაინასთან და სკრიპალების საქმესთან დაკავშირებული სანქციები. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, დღეისთვის, ამერიკული სანქციების ტალღის რიცხვმა 65-ს მიაღწია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში