რატომ პასიურობენ საკრებულოს დეპუტატები?

06 ივლისი 2019, 19:30 1421 ნახვა

აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების ინიციატივების რაოდენობა შემცირდა - ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდში ჩაატარა. ორგანიზაციამ აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოების საქმიანობის შეფასება 2016 წელსაც გამოაქვეყნა, მაშინ 2014-16 წლები იყო მიმოხილული. ამჯერად მონაცემები სწორედ ამ პერიოდს შეადარეს. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ კლების ფონზე წარდგენილი ინიციატივების უმრავლესობა ეხება არა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მუშაობის კონტროლის გაძლიერებას, არამედ უმეტესწილად ადმინისტრაციული მნიშვნელობის საკითხებს.

არადა საკვლევ პერიოდში საკრებულოების თანამდებობის პირებზე -თავმჯდომარეებზე და მათ მოადგილეებზე  ხელფასის სახით, დაახლოებით  მილიონ ოთხასი ათასი ლარია დახარჯული. კიდევ ერთი კვლევა რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ მოამზადა. აქ შეფასებულია საკრებულოს წევრთა აქტიურობა, ინიციატივების, შეკითხვების და კომენტარების რაოდენობა, ასევე - დეპუტატების დისკუსიაში ჩართულობა და ზოგადად სხდომებზე დასწრება. საზოგადოებრივი განვითარების მიერ მომზადებული დოკუმენტიც მოწმობს, რომ საკრებულოებში დეპუტატების საქმიანობა ბევრად ჩამორჩება მათ ვალდებულებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში