სასეირნო გემის გადაბრუნების შედეგად 2 ადამიან დაიღუპა

06 ივლისი 2019, 11:41 9603 ნახვა

2 ადამიანი გარდაიცვალა  კრასნოდარის მხარეში სასეირნო გემის გადაბრუნების შედეგად.  შემთხვევა გუშინ  ღამით, ტუაფსეს რაიონთან მოხდა.  ბოლო ინფორმაციით,  გემზე 55 ადამიანი იმყოფებოდა. 

გემის გადაბრუნების მიზეზად, ბორტზე ადამიანების ჭარბი რაოდენობა სახელდება.

გემთმშენებელი კომპანიის განცხადებით  სასეირნო გემი მხოლოდ 12 ადამიანზე იყო გათვლილი,  მასზე მყოფთა რაოდენობა კი 5-ჯერ მეტი იყო.  გემის მფლობელიც და კაპიტანიც დაკავებულია.

ინფორმაციას  სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი