გახარია წადი - ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' ბათუმის შემოსასვლელში ბანერები გამოფინა

05 ივლისი 2019, 10:35 1794 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა, დღეს დილით ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბთან ბანერები გამოფინეს. ''წადი'' - ''წადი'' - წერია  პლაკატებზე, სადაც ასევე შინაგან საქმეთა მინისტრია გამოსახული. 

პოლიტიკური პარტიების გარდა, მოქალაქეები ძალოვანი უწყების მინისტრის გადადგომას მეთექვსმეტე დღეა ითხოვენ. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ყველ დღე იმართება. რამდენიმე მოქალაქე კი შიმშილობს. 

დემონტრანტები ამჯერად მხოლოდ ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. 

პარალელურად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პერფორმანსები და აქციები იმართება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში