გორგასალის 24 ნომერში მდებარე სახლს აღადგენენ

03 ივლისი 2019, 21:20 1439 ნახვა

პარალელურად, ძეგლის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაციას განაგრძობს აჭარის მთავრობა. ამჯერად აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტომ ტენდერი გორგილაძის 24 ნომერში მდებარე შენობის რესტავრაციაზე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 338 ათასი ლარია. 

საუბარია ნაგებობაზე, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისშია აგებული. სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი ნიმუში ახლა საფრთხის წინაშეა. დაგეგმილია კიდევ 3 სახლის რეაბილიტაცია, ამასთან დამატებით ექვს სახლს ფონდი „ქართუ“დააფინანსებს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში