დუმბაძის 12 ნომერში რვასართულიანის ნაცვლად ხუთსართულიანი კორპუსი აშენდება

03 ივლისი 2019, 21:25 1629 ნახვა

ისევ დაუმტკიცებელი ისტორიული ზონა ბათუმში და ამავე ზონაში მშენებლობებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები - კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სხდომა ჩატარდა დღეს ხმაურის ფონზე. ძეგლებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხის ხელახლა განხილვა მოუხდათ წევრებს.

გაირკვა რომ დუმბაძის ქუჩაზე, ძეგლის დაცვის ზონაში 8-სართულიანი სახლი აღარ აშენდება, ჩაანაცვლებენ თუ არა მას 5-სართულიანით? გადაწყვეტილება ხვალ გასაჯაროვდება.

ასევე ხვალ გაირკვევა დაეთანხმება, თუ არა საბჭო რუსთაველზე, თეატრთან 5-სართულიან სახლზე ერთი სართულის დაშენებას. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც უკვე დიდი ხანია ხმაურით ხვდება და აქამდე არსებულ პროექტებს აპროტესტებს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, ვაჟა-ფშაველას 13 ნომერს ეხებოდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში