აჭარის საზოგადოებრივი  მაუწყებლის დირექტორობა 12 კანდიდატს სურს

03 ივლისი 2019, 18:18 2685 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა განაცხადების მიღება, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

განაცხადი 12-მა კანდიდატმა შეიტანა.  შვიდი მათგანი წინა კონკურსშიც მონაწილეობდა. 

ერთი თვის შემდეგ, განმეორებით კონკურსში მონაწილეობის სურვილი ახალმა კანდიდატებმა: ფირუზ ბოლქვაძემ, ციალა ქათამიძემ, თინა ცისკარაძემ, შოთა ზოიძემ და დავით დიასამიძემ გამოთქვეს.

პარასკევამდე საბჭოს წევრები კონკურსანტების დოკუმენტაციას გადაარჩევენ, მომავალი კვირიდან კი კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყება. მაუწყებელს ახალი დირექტორი, სავარაუდოდ, 15 ივლისისთვის ეყოლება

 

  ირმა ზოიძე                                             ფირუზ ბოლქვაძე                                    

  შოთა გურაბანიძე                                  თინა ცისკარაძე

  დავით ჩხარტიშვილი                            დავით დიასამიძე

  გიორგი კოხრეიძე                                 შოთა ზოიძე

  ბაჩუკი ჩხეიძე                                         მერაბ წულუკიძე

  გიორგი წულაია                                     ციალა ქათამიძე

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი, რომელიც 31 მაისს გაიმართა, ჩავარდა. 8 კანდიდატიდან საკმარისი 3 ხმა ვერცერთმა აპლიკანტმა ვერ დააგროვა. ფარული კენჭისყრა ორჯერ გაიმართა, ხმები კი ასე გადანაწილდა. 2 ხმა მერაბ წულუკიძემ მიიღო. ნათია ზოიძემ, ბაჩო გურაბანიძემ და ირმა ზოიძემ კი თითო ხმის მოპოვება შეძლეს.

ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად ახალი კონკურსი 3 ივნისს გამოცხადდა. 

მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორი თანამდებობიდან აპრილში გადააყენა. ნათია კაპანაძისთვის უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე, უნდობლობის გამოცხადება საბჭოს ორმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ მოითხოვეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას, ნათია ზოიძე ასრულებს. 



 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი