სეზონური დასაქმება და პრობლემები

02 ივლისი 2019, 21:29 427 ნახვა

ჩაის კრეფის მეორე ეტაპი დაიწყო თურქეთის რესპუბლიკაში. შესაბამისად სამუშაოს მაძიებელი იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საზღვარს კვეთენ გაზრდილია. არიან ისეთები, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში მთელი ზაფხულის განმავლობაში რჩებიან. მთავარ გამოწვევად კვლავ ლეგალური დასაქმება რჩება. 

მიღწეული შეთანხმების მიუხედავად და ლეგალური დასაქმებისთვის, სპეციალური ფორმის არსებობისა, დასაქმებულთა დიდი ნაწილი მაინც არჩევანს არალეგალურ სამუშაოზე აკეთებს, ასახელებენ ამის მიზეზებსაც. მათ შორის აღმოჩნდა ინფორმაციის ნაკლებობა. ირინე წუწუნავა მოგვიყვება ახლა რა ეტაპები უნდა გაიაროს მოქალაქემ ლეგალური დასაქმებისთვის - გზა სპეციალური განაცხადის შევსებიდან ჩაის პლანტაციამდე და უსაფრთხო, რისკების გარეშე, გაწეული მძიმე სამუშაოს ანაზღაურების მიღებამდე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი