ენმ-ს რეზოლუციის პროექტი კომიტეტებში გადაიგზავნება

02 ივლისი 2019, 18:09 1128 ნახვა

უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატებს შორის კამათი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს მოჰყვა. კონკრეტულად კი იმ პუნქტს, სადაც  საუბარია, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძის გარდა სხვებმაც აიღონ. რეზოლუციაში სულ სამი მოთხოვნაა გაწერილი.

ასევე უსიამოვნო იყო მმართველი გუნდის წევრებისთვის დღეს ოპოზიციის კიდევ ერთი რეპლიკა -უმცირესობამ უმრავლესობას  „სირაქლემის პოზიციაში“ ყოფნა დაუწუნა, რასაც არ დაეთანხმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მათ ის  სხდომა შეახსენა, სადაც გავრილოვის ჩამოყვანა დაგმეს.

რეზოლუციაში გაწერილ პუნქტებს შესაძლოა, გიორგი გახარიას გადადგომის საკითხიც დაემატოს, ამ შემთხვევაში კი უმრავლესობა დოკუმენტის მხარდაჭერას არ აპირებს და ისინი ალტერნატიული პროექტის შემუშავებას გეგმავენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში