ადამიანი ისტორია - სტატუსი ალექსანდრე ხომერიკს მიენიჭა

02 ივლისი 2019, 11:45 2267 ნახვა

ბიზნეს რეიტინგების კავშირმა რეიტინგების მიხედვით ლიდერი ბიზნეს კომპანიები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა.  48-ე ფესტივალი ბათუმის დრამატულ თეატრში ჩატარდა. ბიზნეს რეიტინგების კავშირში 8 ქვეყანაა გაერთიანებული.

ადამიანი ისტორია - ეს სტატუსი წელს ბათუმელ ტენორს ალექსანდრე ხომერიკს მიენიჭა. ალექსანდრე ხომერიკმა დაჯილდოების შემდეგ საოპერო სიმღერა შეასრულა.  ის 2012 წლამდე ბათუმში მოღვაწეობდა და ბათუმის ოპერის დამაარსებლად ითვლებოდა.  

ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ რომ რუსული ემბარგოს პირობებში ღონისძიების საქართველოში  ჩატარება  მნიშვნელოვნია, რადგან  ეს ქართულ ბიზნესს და ტურიზმს შეუწყობს ხელს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში