კრემლისგან გაფრთხილების მიუხედავად, ივან აბრამოვი ბათუმში კონცერტის გაუქმებას არ აპირებს

01 ივლისი 2019, 18:51 2695 ნახვა

რუსი კომიკოსი და პაროდისტი ივან აბრამოვი, ბათუმში აგვისტოში დაგეგმილი კონცერტის გაუქმებას არ აპირებს. რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოში ჩასასვლელად მისი გუნდი,  ალტერნატიულ  მარშრუტს ეძებს, მაგალითად ბაქოს ან მინსკის გავლით.  

''არც გაუქმებას და არც გადატანას ვგეგმავ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღონისძიება ჩატარდეს'' - აცხადებს რუსი კომიკოსი აბრამოვი. 

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში ფრენები აუკრძალა. 

კრემლმა, რუსი ტურისტების შემდეგ, დღეს უკვე რუს მსახიობებსაც მოუწოდა საქართველოში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ და დაგეგმილ ღონისძიებებს გადახედონ.  ინტერფაქსის ცნობით, ვლადიმერ პუტინის ახალი "აკრძალვა" ნინო ქათამაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და რუსეთში კონცერტების გაუქმებას უკავშირდება.

ივან აბრამოვის კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 23 აგვისტოსაა ჩანიშნული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში