სანაპირო კურორტებზე სამშაბათიდან გამოიდარებს

30 ივნისი 2019, 14:50 1890 ნახვა

საღამომდე საქართველოში გრილი და პერიოდულად წვიმიანი ამინდი იქნება. 2 ივლისს კი შედარებით თბილი და მშრალი ჰაერის მასები დაიწყებს გავრცელებას, რის ფონზეც გამოიდარებს, როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს, დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში კი +31, +33 გრადუსი იქნება.

დღეს ბათუმში პერიოდულად იწვიმებს, ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა. ტემპერატურა დღისით 21  გრადუსი იქნება, ღამით კი 5-8 გრადუსით უფრო დაბალი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში