ხანძარი ქედაში

24 აგვისტო 2016, 00:00 3776 ნახვა

ხანძარი ქედაში. მთლაინად დაიწვა სოფელს კუჭულაში გორგაძეების 12 წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი. განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლს სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა აქრობდა. დაზარალებულები სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვენ. ქედის გამგეობაში აცხადებენ, რომ სარეზერვო ფონდში მსგავსი კატეგორიის ოჯახებისთვის თანხები ამოწურულია, რის გამოც დაზარალებულ ოჯახს ბიუჯეტის კორექტირებამდე, იმავე სოფელში ქირით გადაიყვანენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში