აბიტურიენტების ნაწილი ეროვნულ გამოცდებს პირველ სკოლაში ჩააბარებენ

28 ივნისი 2019, 16:18 370 ნახვა

ბათუმში, აბიტურიენტები წელს პირველად  ორი საგამოცდო ცენტრში გადანაწილდებიან.  ქალაქში თვის ბოლოს კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი იხსნება.  იგი  ბათუმის პირველი სკოლის ეზოში აშენებულ ახალ შენობაში განთავსდება. გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ შენობაში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამზადისი მიმდინარეობს და ის სავარაუდოდ 30 ივნისს გაიხსნება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ მეორე საგამოცდო ცენტრის გახსნის აუცილებლობა აბიტურიენტთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. ორივე ცენტრი საგამოცდოდ საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. საგამოცდო ცენტრის მისამართი საგამოცდო ბარათებზეა მითითებული.

წელს საგამოცდო ქალაქთა ჩამონათვალს ხულოს ცენტრიც დაუბრუნდა. მაღალმთიან აჭარაში საგამოცდო ცენტრი დაბა ხულოს ახალრეაბილიტირებულ სკოლაში იფუნქციონირებს. ხულოს საგამოცდო ცენტრში 270 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. წელს ხულოს საგამოცდო ცენტრში ადგილობრივი პედაგოგებისთვის მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდაც ჩატარდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი