მკვლელობასა და პოლიციელების დაჭრაში ბრალდებული სასამართლო პატიმრობაში დატოვა

27 ივნისი 2019, 18:40 5656 ნახვა

კაცის მკვლელობისა და პოლიციელების დაჭრის საქმეზე დაკავებული, რემზი ბოლქვაძე მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

შემთხვევა ხულოში, სოფელ ხიხაძირში 25 ივნისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 61 წლის მამაკაცმა, ჯერ თანასოფლელი მოკლა და ადგილიდან მიიმალა, შემდეგ კი პოლიციას ცეცხლი გაიხსნა.

სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა თქვა, რომ ბრალდებულს გარდაცვლილთან წარსულში კონფლიქტი ჰქონდა და ის, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით მოკლა. 

დაკავებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და პოლიციელების მიმართ განხორციელებულ თავდასხმას ედავება. 

ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში