ბანკები დოლარს 2.91 ლარში ყიდიან - მესამე დღეა ლარი უფასურდება

27 ივნისი 2019, 12:13 370 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს, 27 ივნისს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,84-ია, თუმცა  განსხვავებული სურათია სავალუტე ჯიხურებში.  აქ ერთი დოლარის ყიდვა 2,87-2,88 ლარი ღირს,  გაყიდვა კი 2,85-2,86 ლარს  შორის მერყეობს.

ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული კურსისგან განსხვავებით, თითქმის ათ თეთრიანი სხვაობაა კერძო ბანკებში. მაგალითად საქართველოს ბანკში ერთი დოლარის შეძენა  2,91 ლარადაა შესაძლებელი, ანალოგიური სიტუაციაა თი-ბი-სი ბანკშიც. ქართუ ბანკში კი,  ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,89 ლარია,  იგივე კურსი ფიქსირდება ბაზის ბანკშიც.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში