"ბრძოლას გავარგძელებთ მანამ, სანამ შშს მინისტრი არ გადადგება"- აქციის მონაწილეები

26 ივნისი 2019, 20:16 1269 ნახვა

საქართველოს პარლამენტის  მიმდებარედ შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები უმრავლესობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის. მათი განცხადებით "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის დავალებით გავრილოვის  გზავნილი შეასრულა.

ნიკა მელიას თანამოაზრეები და თანაგუნდელები ბრძოლის გაგრძელებას მანამ აპირებენ, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება. მათივე თქმით,  დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ბრძოლის სამიზნე მთლიანად ხელისუფლება გახდა. ამბობენ, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები კანონისა და კონსტიტუციის დაცვით ისევ გაგრძელდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში