''დღეს არ შევეხები იმ საკითხს მოხდა თუ არა ძალის გადამეტება'' - სალომე ზურაბიშვილი

26 ივნისი 2019, 17:43 715 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ''უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც დასასჯელია''.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, პოლიციელებიც არნახული ძალადობის ქვეშ იყვნენ და ძალიან დიდხანს გაუძლეს.

''დღეს არ შევეხები იმ საკითხს მოხდა თუ არა ძალის გადამეტება, მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების და სასამართლოს საკითხის ეს. ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს ყველა პოლიციელზე, რადგან ამ ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება, თუ არა ჟურნალისტები, სახელმწიფო არ იქნება, თუ არა სამართალდამცველები და საზოგადოება, არ იქნება თუ არა თქვენ ყველა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ოფთალმოლოგები და ექიმები დააჯილდოვა, რომლებიც 20 ივნისის ღამეს მუშაობდნენ.  

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში