მაკო გომური - "წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპებში"

26 ივნისი 2019, 11:13 4716 ნახვა

"გოგონა ყურსასმენებით" -  მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისს, აქციის ძალისმიერი მეთოდით დაშლის დროს ერთი თვალი დაკარგა, სამკურნალოდ ევროპაში მიდის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაკომ დაწერა და ფოტოც გააზიარა. მას დაკარგულ თვალის საფარზე, საქართველოს რუკა აქვს დაკრული, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები გაწითლებულია.  

"მოკლედ,წავედით მე და ჩიემი თვალუკა იევროპებში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით:)) 
მიყვარხართ ბავშვებო ძალიან და თქვენს გვერდით ვიდგები <3
პ.ს ყურსასმენები გასაწმენდი არაა, სისხლი არ მოშორდა 
eye for an eye!!

 

 

 

 

მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის ღამეს, პარლამენტთან აქციის დაშლისას თვალი დაკარგა.  საავადმყოფოდან 24 ივნისს გაწერეს. გომურს „ნიუ ჰოსპიტალში“ ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. გოგონამ ექიმებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და თანატოლებს ბრძოლისაკენ მოუწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი