პროკურორები ამბობენ, რომ ნიკა მელიას მიმალვის საფრთხე არსებობს

26 ივნისი 2019, 10:17 1097 ნახვა

პროკურორები ამბობენ, რომ ნიკა მელიას მიმალვის საფრთხე არსებობს, ასევე არის ეჭვი, რომ ''ნაციონალური მოძრაობის წევრმა'' შესაძლოა მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს.

''შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ნიკა მელიას 2015-2019 წლებში საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი აქვს 24-ჯერ. მაღალი თანამდებობრივი სტატუსით გამომდინარე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით. დიპლომატიური პასპორტი პირს საშუალებას აძლევს უცხო ქვეყანაში გამარტივებული წესით შევიდეს და გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს, უვიზოდ გადაადგილდეს შენგენის ქვეყნებში'' - განაცხადა პროკურორმა. 

ბრალდების მხარის განცხადებით, ნიკა მელიას საზღვარგარეთ ხშირი ვიზიტების გათვალისწინებით და იმ პრივილეგიებით, რომლითაც ის სარგებლობს მიმალვის საფრთხე იზრდება. 

''გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მელია თავისუფლად შეძლებს საზღვარგარეთ სათანადო პირობების შექმნას იმისათვის, რომ მართლმსაჯულებას თავი აარიდოს. გასათვალიწინებელია, რომ მელიას ბრალი ედება იმაში, რომ მან შეძლო დაეყოლიებია მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაზე. რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა გარკვეულ ადამიანებზე ზემოქმედება მოახდინოს და ისინი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე დაიყოლიოს. ასევე მოწმეებზე, უკვე დაკითხულსა და დასაკითხზე ზემოქმედება მოახდინოს და ფარულად გაურიგდეს,'' - თქვა საპროკურორო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ამირან გულუაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში